თურქეთმა Twitter-ზე, Periscope-სა და Pinterest-ზე რეკლამები აკრძალავს, თუ ისინი კანონის შესაბამის პირობას არ დააკმაყოფილებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აკრძალვა უკავშირდება ახალ კანონს, რომლის თანახმადაც სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი არიან, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი დაჯარიმდებიან.
სადავო კანონი უფლებას აძლევს თურქეთის მარეგულირებელს, ვებგბერდიდან წაშალოს ნებისმიერი მასალა, რომელიც მათ სურთ. ახალი კანონის მიღებამდე მარეგულირებელს შეეძლო, დაებლოკა საიტზე წვდომა.
ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული ჯარიმის ასარიდებლად Facebook-მა საკუთარი წარმომადგენელი თურქეთში უკვე დანიშნა.