საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის მეფეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ესპანეთის მეფე კავკასიის რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარებით დაინტერესდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანეთის მონარქს ინფორმაცია მიაწოდა არსებულ გეოპოლიტიკურ სურათსა და უსაფრთხოების გარემოზე. აღნიშნა არსებულ სიტუაციაში საქართველოს ევროპული მისწრაფების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ესპანეთის მეფეს გააცნო ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს აღნიშნულ გზაზე, ასევე საქართველოს ამბიციური გეგემები გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

დავით ზალკალიანმა ფილიპე მეექვსეს მადლობა გადაუხადა ესპანეთის მხრიდან საქართველოს უპირობო და მტკიცე მხარდაჭერისთვის.მიღებას ასევე ესწრებოდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და აღნიშნულ პოსტზე განმეორებით წარდგენილი საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.