საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე დედოფალ ელიზაბედ II-ის ღვაწლზე, დიდ ბრიტანეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელ შედეგებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. შეხვედრაზე განვიხილეთ მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II-ის ღვაწლი, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირები და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამაზიანებელი შედეგები“, – წერს მარკ კლეიტონი.