უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ კი, კონკრეტული ინიციატივები დააანონსა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. კონკრეტული გადაწყვეტილებებია უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ, კონკრეტული ინიციატივები განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით. მადლობა, ჩემო მეგობარო, ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.
რუსული ძალები 31 ოქტომბერს თავს დაესხნენ უკრაინის რვა რეგიონს. რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.