მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად, საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი კიდევ ერთხელ აირჩიეს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს 2022 წლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე უხელმძღვანელებს.
საქართველოს კანდიდატმა 25 ხმით რვის წინააღმდეგ გაიმარჯვა.მისმა კონკურენტმა ბაჰრეინის წარმომადგენელმა 8 ხმა მოიპოვა.
არჩევნები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.
"სულ ახლახანს დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა და მოხარული ვარ გაცნობით რომ - დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, არჩევნების გზით, კიდევ ერთხელ გამოეცხადა უდიდესი ნდობა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნებისგან (უდიდესი უპირატესობით - 25:8) და მომდევნო ოთხი წელი კვლავ უხელმძღვანელებსგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შედეგად, 2021 წლის სექტემბერში ზურა წარსდგება გენერალურ ასამბლეაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დასამტკიცებლად ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას! ბევრი წარმატება ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას", - წერს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, პირველად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. 2020 წელი ტურიზმისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და კრიზისული წელი აღმოჩნდა.