ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს. ინფორმაციას The times of Israel-ი ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 120-ადგილიან პარლამენტში 30 მანდატს მიიღებს, მემარჯვენე ბლოკი - 62 მანდატს, რაც საკმარისია სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.
აქტივისტები არჩევნების შედეგების აღსანიშნავად იკრიბებიან.