ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში ისევს უდიდესი პარტია გახდეს.

ბოლო გამოკითხვებით, პარტია 120-ადგილიანი ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს. მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვებას ვერც მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მოახერხებს.

ასეთ შემთხვევაში ისრაელში პოლიტიკური ჩიხი გაგრძელდება და გაზაფხულზე, შესაძლოა, მეექვსე არჩევნების ჩატარებაც გახდეს საჭირო.