"მე შენ ხელს აღარ ჩამოგართმებ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი",- ასე მიმართა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.
ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა, ხაზარაძემ კი ამის დამტკიცება მოსთხოვა.
"სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობაში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სანამ ახლა შენ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა...
თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი",- განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ.