„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ქვეყანაში ხორბლის 2-თვიანი მარაგი არსებობს, თბილისი კი, ყოველდღიურად 400 ტონა პურს მოიხმარს.
„საქართველოს წელიწადში სჭირდება 650 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. თბილისი დღე-ღამეში მოიხმარს დაახლოებით 400 ტონამდე პურს. ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში. პურ-პროდუქტებს განსაკუთრებული წესები ჰქონდა, 30% ღამე მიეწოდება მაღაზიას, დანარჩენი დილით, სამწუხაროდ, ეს მოიშალა.
ყველას დილით უნდა, 9:00 საათზე. ასე შეუძლებელია. დაინახავს შესაბამისი სამსახური და იღებენ ფოტოს. თუ ადრე 10 ლარი იყო, ახლა 50 ლარია ჯარიმა. დისტრიბუტორები ტოვებენ სამსახურს და ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ ასეთ პირობებში“, - აღნიშნავს დოლიძე.
ამასთან, დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საუბარი საქართველოდან მზა პურ-პროდუქტების ექსპორტზეც.