გორში, ე.წ.კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა. სამედიცინო პერსონალმა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამის შესახებ Europetime-s ადგილობრივმა განუცხადა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა და ბავშვმა დაზიანებები მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო.