"როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში", - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში.
"ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში.
მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, უცბად გადავწყვიტე, დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა, სულ პატარა პარტიას, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.