უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხეთის ტელევიზისთან ინტერვიუში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით (რუსეთთან მოლაპარაკებებზე).
ჩვენთვის ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, როგორ დასრულდება ეს ამბავი. ამიტომ არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს არ იქნება „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან პრაგმატული ურთიერთობები, რადგან ისინი ძალიან საშიშები არიან. ახლა ჩვენ ვხედავთ მათი პოლიტიკის შედეგებს“, – განაცხადა მიხეილ ზელენსკიმ.