შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტს ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.