დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა მემარცხენე ცენტრისმა ბლოკმა გაიმარჯვა.
ფრედერიკსენმა უკვე გამოაცხადა, რომ დარჩება პოლიტიკაში და აპირებს შექმნას უფრო ფართო პოლიტიკური კოალიცია, რომელიც მოიცავს მემარჯვენე ცენტრის პარტიებს.
საპარლამენტო არჩევნები დანიაში პირველ ნოემბერს - ვადაზე შვიდი თვით ადრე გაიმართა. პარლამენტის 179 ადგილიდან, მმართველმა მემარცხენე ცენტრის ბლოკმა 87 ადგილი მოიპოვა.
მეტე ფრედერიკსენმა განაცახდა,რომ ეს „ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია." სოციალ-დემოკრატიული პარტია, ისევე როგორც წინა წლებში, ლიდერი გახდა, რომელმაც ხმების 27,5% მიიღო.