ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან ჯო ბაიდენმა არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მათ პატივი მიაგეს პანდემიის დროს გარდაცვლილ 400 ათასს თანამოქალაქეს. მემორიალური ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში გაიმართა.
მემორიალური აქციის ფარგლებში ნიუ-იორკში ემპაირ სტეიტ ბილდინგი და სხვა შენობები წითლად განათდა.