აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი

თურქეთი ნაბიჯებს დგამს, რათა ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. აზერბაიჯანული გაზი ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ ATV არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი გაზი, რომელსაც TANAP-ი უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავხდეთ ენერგეტიკული ჰაბი. საჭიროა წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ეს არ არის ერთი წყარო და ერთი მარშრუტი, ჩვენ ის უნდა მივაწოდოთ გარკვეულ რეგიონებს.

გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანთან.

ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს“, - განაცხადა ერდოღანმა.