ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს.

ინფორმაციას Corrieredellosport-ი ავრცელებს.

მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.

გამოცემა წერს, რომ ამ დროის ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა, თუმცა ვერაფერი შეამჩნია.

„ქართველმა ტალანტმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა, დღეს კი, გუნდთან ერთად ვარჯიშზე წავიდა“, - წერს იტალიური მედია.