პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი პოზიცია უცვლელია, უკრაინა G20-ის სამიტს არ დაესწრება, თუ ბალიზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი ჩავა.
ამის შესახებ მან კიევში, საბერძნეთის პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემი პირადი პოზიცია და უკრაინის პოზიცია იყო, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, მასში უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას. ვნახოთ, როგორ იქნება მომავალში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.