ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუშვა

ბულგარეთის პარლამენტმა, 3 ნოემბერს რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 175-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 49, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. კენჭისყრამდე პარლამენტის დარბაზში ოთხსაათიანი დებატები გაგრძელდა.

პარლამენტის „მწვანე შუქის“ შემდეგ ბულგარეთის მთავრობას ერთ თვეს აქვს იმისთვის, რათა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი მოამზადოს.