უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ნიკოლაევის საზღვაო პორტში, ჩინური კორპორაციის მიერ დაქირავებულ ტერმინალზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად $26 მილიონის ღირებულების 17,000 ტონა მზესუმზირის ზეთი განადგურდა.
მისივე თქმით, ჩინეთის მიერ იჯარით აღებული კიდევ ერთი ტერმინალი ასევე დაბომბვის საფრთხის ქვეშ რჩება.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინურ მხარეს, მოსკოვს მომხდარზე პასუხი მოსთხოვოს, ასევე მოუწოდოს, რომ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს“, - აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.