მედია: პოლიციამ იპოვა ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, რომლის მოპარვის შესახებ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რეკორდულ დროში იპოვეს. ამის თაობაზე ნეაპოლიტანური მედია წერს.

მისივე ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა პოლიციელებმა ნეაპოლიდან 24 კილომეტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს.

3 ნოემბერს, იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს.

მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.