რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა G20-ის სამიტზე შეიძლება, აგრესორთან ფლირტს და გენოციდის დაკანონებას ნიშნავდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე შემოიჭრა და ხალხის განადგურებას ცდილობს, იზოლირებული უნდა იყოს. ქვეყანა, რომელიც აშანტაჟებს მსოფლიოს შიმშილით, სიცივით და მასობრივი განადგურების იარაღით, უნდა იყოს [განდევნილი]“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.