ირანელები მალე გათავისუფლდებიან.
ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანში საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა, იუწყება Associated Press-ი.
ხსენებულ საკითხზე ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე, რომლის დროსაც, ტელეფონები აღმართეს წარწერით - FREE IRAN („თავისუფალი ირანი“).
„ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი ძალიან მალე გაითავისუფლებენ საკუთარ თავს", - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.