ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც იეშ ატიდის პარტიას ხელმძღვანელობს, არჩევნებში დამარცხება აღიარა.
ლაპიდმა მილოცვა გაუგზავნა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც „ლიკუდის“ პარტიას ხელმძღვანელობს.
იაირ ლაპიდმა „ლიკუდის“ პარტიის ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ისრაელის სახელმწიფო ყველა პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დგას".
მემარჯვენე პარტიების ბლოკს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ქნესეთის 120-დან 64 ადგილის მიღება შეუძლია.
ამ დროისთვის ხმების 99% დათვლილია. კენჭისყრის საბოლოო შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.