"პროცესი მიკერძოებულია და "ქართულმა ოცნებამ" ის ერთგვარ შოუს დაამსგავსა", - სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად, არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. მოგახსენებთ მიზეზებს: თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესშ მონაწილეობაგანპირობებული იყო იმით, რომ საქართელოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეძილებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი.
თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი, რეალურად, ისახავენ მიზნად, რომ შეღაცონა სეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიცური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი. ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არი სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას. არ ვაპირებ, მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარო შოუ და სპექტაკლები იდგმება, - თქვა ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს კანდიდატების ბოლო სამეულს, ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ცობეხიას და იაგო ხვიჩიას უნდა მოუსმინოს.