თბილისი ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდოიმაზე თბილისის მერმა კახა კალამძემ განაცხადა.
"ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ასეთ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან თბილისის ტაქსის მძღოლები, როგორც A, ასევე B კატეგორიის მძღოლები.მნიშვნელოვანია, ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები და გავუფრთხილდეთ, როგრც ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობას, ასევე მათ, ვინც ტაქსის სერვისით სარგერგებლობს.
შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, როცა კონკრეტული ტაქსის მძღოლები აგრძელებენ მუშაობას მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები არიან.
მე მგონია, რომ მათ არ იციან ამის შესახებ, რადგან უსიპტომოდ არიან, თუმცა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. კონკრეტული ადამიანები, ვინც სარგებლობენ ამ სერვისით სერიოზული რისკის ქვეშ არიან. ამიტომ მაქსიმალურად დაზღვეულები რომ ვიყოთ, უნდა დავაზღვიოთ ტაქსის მძღლებიც და მგზავრებიც.
მნიშვნელოვანია როგორც A, ასევე B კატეგორიის ტაქსის მძროლების PCR ტესტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხლ. " განაცხადა კახა კალაძემ.