ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია",-განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.