თავდაცვის მინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები.

ცნობისთვის, მაჰმუდ ადიბმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე აქბარ ყასემი ალი-აბადი შეცვალა.