აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

"თუ საქართველოსნაირ ქვეყანას ნატოს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე სენატორი რენ პოლის კითხვას, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა უპასუხა: „თუ საქართველოსნაირ ქვეყანას ნატოს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს“.

სენატორმა რონ პოლმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა, რასაც ენტონი ბლინკენი არ დაეთანხმა.

„საპირისპიროს ვფიქრობ. რაც შეეხება ნატოს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.