ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანია. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.