ეკოაქტივისტებმა ამსტერდამის აეროპორტში კერძო თვითმფრინავების ბლოკირება სცადეს

ასობით ეკოაქტივისტმა შიფჰოლის აეროპორტში, კერძო თვითმფრინავებს დაძვრის საშუალება არ მისცა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხედრო პოლიციამ მომიტინგეები ადგილიდან გაიყვანა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

„ჩვენ გვინდა ნაკლები ფრენა, მეტი მატარებელი და არასაჭირო მოკლე მანძილიდან ფრენების და კერძო თვითმფრინავების აკრძალვა“, - განაცხადა Greenpeace Netherlands-ის კამპანიის ლიდერმა.