ხერსონი და ხერსონის ოლქის კიდევ ათი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანეს.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა.
„დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ოკუპანტებმა უკვე თქვეს, რომ ტერორისტული თავდასხმა მოხდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომ თავად ჩაიდინეს ტერაქტი", - წერს სობოლევსკი.
სობოლევსკის თქმით, მას სჯერა, რომ ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შიშით მოქმედებენ.