მარიამ ჯიშკარიანი: ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

"ჩვენი დასკვნის მიხედვით უნდა იყოს გადაუდებელი ზომა მიღებული, პირველ რიგში, გასაყვანად და ასევე, ჩვენი დასკვნის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არის გათავისუფლების საფუძველი. წამყვანი დიაგნოზი გახლავთ ნეიროკოგნიტიური მიმართულების დიაგნოზი, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ასე რომ, ნევროლოგიური პრობლემა გახლავთ წამყვანი და ეს ნევროლოგიური პრობლემა დღემდე არ დიაგნოსტირდება.

შესაბამისად, უაცილებელია, იქნება ეს ბატონი მიხეილ საკააშვილი თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ციხის შიგნით და ციხის გარეთ, აუცილებელია გაყვანილი იქნეს მულტიპროფილურ სადიაგნოსტიკო კლინიკაში, სადაც მოხდეა სწორი დიაგნოსტიკა", - თქვა ჯიშკარიანმა.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.