საქართველოში ტყის გასხვისება, ანუ მისი განკერძოება არ ხდება და ეს დარეგულირებულია ტყის კოდექსითა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ ვიდრე გადაიფორმებდა, 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა.
„მინდა, საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი - სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება, განკერძოება არ ხდება.
რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, დიახ, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით", - განაცხადა დავითაშვილმა.