თბილისში, ერთ-ერთი კორპუსი ბუნებრივი აირით აფეთქებას გადაურჩა

ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით, თბილისში ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა.

ამის შესახბე ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, თემქის მეთერთმეტე მიკრორაიონში, ერთ, ერთ შენობაში გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა, მოგვიანებით კი მაღალი კონცენტრაციის გამო, სადარბაზოში გაჟონა.

„თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ასევე ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას.

„ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ – აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოხსნეს, ცენტრალური ონკანი კი არ გადაუკეტავთ. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა,

სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს; რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო.

დროის ამ მონაკვეთში, რომ შემთხვევით ვინმე შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია სავარაუდოდ დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა.“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.