სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც კონსტანტინ ჟევაგოსთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან და კონსტანტინ გრიგორისინთანაა აფილირებული, სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.
6 ნოემბერს, უკრაინის ფასიანი ქაღალდების კომისიამ „უკრაინნაფტას“, „მოტორ სიჩის“, „ავტოკრაზისა“ და „ზაპოროჟტრანსფორმატორის“ აქციების სახელმწიფოსთვის იძულებთ წესით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
„უკრაინნაფტას“ აქციების 42% იგორ კოლომოისკის კომპანიებს ეკუთვნის. სახელმწიფოს მფლობელობაშია 50%+1 აქცია. კომპანიის სხვა აქციების წილი მინორიტარ აქციონერებზე ნაწილდება. „უკრაინნაფტა“ უკრაინაში ნავთობის მოპოვების სექტორში უმსხვილესი კომპანიაა.
„მოტორ სიჩს“ ვეჩესლავ ბოგუსლაევი ფლობდა, რომელმაც 2017 წელს აქციების 57% გაასხვისა ჩინურ Beijing Skyrizon Aviation Industry Investment Co Ltd-ზე. თუმცა გასხვისების პროცესში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაირღვა და ოპერაცია დაიბლოკა. ოქტომბერში ბოგუსლაევი, ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააკავეს.
„ავტოკრაზი“ ფინანსურ ჯგუფში „ფინანსები და კრედიტი“ შედის, რომელსაც ოლიგარქი კონსტანტინ ჟევაგო ფლობს. კომპანია მაღალი გამავლობის ავტომობილებს აწარმოებს.
„ზაპოროჟტრანსფორმატორი“ - ამ დროისთვის გაკოტრებულია. მანამდე კომპანია ტრანსფორმატორებსა და სარაკეტო ხელსაწყოებს ამზადებდა. ამ ბიზნესს კონსტანტინ გრიგორიშინი ფლობს.