იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
„ინტერესი, რომ გაიზარდოს ეს თანამშრომლობა, ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. ამავე დროს, დღესდღეობით არის დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, მათ შორის ენერგორესურსების ტრანსპორტირების მხრივ. იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იაპონია დაინტერესებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ორი მომენტია, რომელსაც ამ შეხვედრებიდან გამოვყოფდი – ეს შეეხება დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ისტორიულადაც, იმ პრობლემური ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთთან ჰქონდა, ამ მხრივ შეიძლება, ყოველთვის აცნობიერებდა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, თუმცა დღეს ჩანს, რომ მას გახსნილად ესმის ის პოლიტიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებების დაგმობასთან, საქართველოსთან მიმართებით მის საოკუპაციო პოლიტიკასთან და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანია, იყოს მხარდაჭერილი და გაძლიერებული.
ამ მხრივ, ჩვენ ინტენსიურად გვქონდა საუბარი როგორც რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ იაპონიის მხრიდან დიდი ინტერესია განახლებადი ენერგიის კუთხით. პაპუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ, იაპონური კომპანიები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ.