საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას.
შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას? - მოქალაქეები ასე პასუხობენ:
- 70% -სრულად უჭერს მხარს;
- 15% - ნაწილობრივ უჭერს მხარს;
- 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება;
- 7% - მტკიცედ ეწინააღმდეგება;
- 5%-მა - არ იცის;
მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას?
- 64% - სრულად უჭერს მხარს;
- 14% - ნაწილობრივ უჭერს მხარს;
- 5% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება;
- 12% - მკაცრად ეწინააღმდეგება;
- 5% - არ იცის;
შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად პოლიტიკური პარტნიორად - 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ს, 24 % -უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდი ბრიტანეთს, 7% კი -რუსეთს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.