ამერიკის ელჩის განცხადებით, მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა ელჩს ჰკითხეს „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე“, რომლის მაგალითად, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები მოიყვანეს.
მედია ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ჩანაწერებზე, ელჩის შეფასებითაც დაინტერესდა.
„მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი. მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით.
ყველაფერი, რაც მას ასუსტებს, ან ძირს უთხრის მას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.