ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს.

„ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს. ეს არის  „აიპიემი“, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ჩვენი ეჭვებიც, მათ შორის, რომ შეხედოთ პერსონალურ რეიტინგებს, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგს და ა.შ. ძალიან მარტივად იკვეთება, რომ გარკვეული მანიპულაციის ინტერესია. სამწუხაროდ  კვლევაში ეს პირდაპირ იკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.