ვოლოდიმირ ზელენსკი: შონ პენმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, რომელიც უკრაინაში, გამარჯვებამდე დარჩება

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში, ომის დასრულებამდე დატოვებს.

კიევში, სიმამაცის ხეივანზე შონ პენის სახელობის დაფა გაიხსნა.

May be an image of 2 people, people standing and outdoors

„ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში, გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გაეროს კლიმატის სამიტზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, რათა გლობალურ დათბობას ეფექტურად ებრძოლოს.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც გიჟური და უკანონო ომით ანადგურებენ მსოფლიოს შესაძლებლობას, ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა არსებობდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საფრთხისგან აქ და ახლა - საფრთხისგან, რომელიც რუსეთის აგრესიისგან მოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.