რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა საკუთარი ვაქცინის „სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციის მიზნით ევროპის მედიკამენტების სააგენტოში განაცხადი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფროამციით, ფონდი ელოდება, რომ განაცხადის განხილვა თებერვალში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკ V”-ის შემქმნელებისა და ევროპის სამედიცინო სააგენტოს გუნდებმა სამშაბათს ვაქცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო მიმოხილვა განახორციელეს.
ცნობისათვის, „სპუტნიკ V” რუსეთის გარდა უკვე დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაისა და თურქმენეთში.
სპუტნიკ V -ით მასობრივი ვაქცინაცია რუსეთში დეკემბერში დაიწყო.