ესპანეთის პოლიციამ  ნახშირში ჩამალული ტონობით კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ, ნახშირში ჩამალული ორ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო.აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

12 მოქალაქე, რომლებსაც სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკების ფარულად გატანაში ბრალი ედებათ, დააკავეს. მათი სახელები საჯაროდ გავრცელებული არაა, თუმცა მედია იუწყება, რომ ბრალდებულთაგან 6, ჯერ კიდევ პატიმრობაშია. დანარჩენები კი, გარკვეული პირობების საფუძველზე გაანთავისუფლეს.

წყაროს ცნობით, გამოძიება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დამნაშავეები კანონიერი ბიზნესის წამოწყებით, კონტრაბანდას აწარმოებდნენ. მიუხედავად კვალის დაფარვის მცდელობისა, სამართალდამცავებმა სამხრეთ ესპანეთის ქ. ალხესირასის პორტში, 40 000 კგ. ნახშირით დატვირთულ გემბანზე 2 ტონაზე მეტი გადამალული კოკაინი, მაინც იპოვეს.

გამოძიების მსვლელობისას, სამართალდამცავებმა 16 სახლი გაჩხრიკეს. ამასთან ერთად, 200-მდე კონტეინერიც, რომლებიც ბრაზილიიდან და პარაგვაიდან ესპანეთში იგზავნებოდა.