არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს.

იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის სემდეგ, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.