აშშ საქართველოში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთწლიან კურსს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

„ვიწყებთ ერთწლიან კურსს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად.

სწავლებაში ჩართულები არიან ქართველი კიბერუსაფრთხოების ექსპერტები, გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული სასამართლო ექსპერტები გახდებიან.

სწავლებას უძღვება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.