ჯანდაცვის სამინისტრო: კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კოვიდსტატისტიკა ამა წლის, მაისიდან კვირაში ერთხელ ქვეყნდებოდა. ბოლოს კი, ოქტომბრის დასაწყისში, ერთი თვის მონაცემები გამოქვეყნდა.