აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეს 73 ადამიანი შეიწყალა და 70-ს სასჯელი შეუმსუბუქა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა 73 პირი შეიწყალა და კიდევ 70 პირს შეუმსუბუქა სასჯელი“, ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამ 143 ადამიანს შორის არიან რესპუბლიკელი, რომელსაც ფინანსების მოზიდვა ევალებოდა, რეპის ვარსკვლავი და ყოფილი მერი.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებს. მან უკვე გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.