ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება.
როგორც ცნობილია, პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.
„რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო, ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც მუშაობს - ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. აღნიშნული მოდელით, იმ შემდეგი გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დაჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, - განაცხადა აზარაშვილმა.