ელჩი დეგნანი: საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად

საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე „ქალები საყოველთაო თავდაცვისთვის“ განუცხადა.

„ეს კონფერენცია არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ გავაერთიანოთ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა ისაუბრონ NATO-ს ყოვლისმომცველ თავდაცვის კონცეფციასა და საქართველოს მიდგომაზე ამ კონცეფციის განსახორციელებლად.

ქალები ცენტრალურ როლს ასრულებენ ყოვლისმომცველი თავდაცვის კონცეფციაში და ამაზე უფრო მეტად ვისაუბრეთ დღევანდელ კონფერენციაზე. საქართველოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, თავისი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ეხება თამარ მეფეს და ბევრ ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად.

ეს კონცეფცია თანამედროვე ვერსიაა იმისა, რაც ხდებოდა წარსულში და რაც მოიცავს მზაობას და საზოგადოების ჩართულობას ისეთ საკითხების მიმართ, როგორიცაა, სტიქიური უბედურებები, წყალდიდობა ან მიწისძვრა, ან რაიმე სახის თავდასხმა ან საზიანო მოქმედება. ასე რომ, NATO-ს ყოვლისმომცველი თავდაცვის კონცეფციის მრავალი განსხვავებული ასპექტია და ჩვენ მათ დღეს გამოვიკვლევთ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა მედიასთან.