10 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.
გენერალური მდივანი შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს.
სტოლტენბერგი ასევე გამოვა სიტყვით NATO-ს კიბერ თავდაცვის კონფერენციაზე, რომელსაც იტალია და შეერთებული შტატები, რომსი მასპინძლობენ.